რომელმა სექტორებმა განაპირობა თებერვალში 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა? – საქსტატის განმარტება

რომელმა სექტორებმა განაპირობა თებერვალში 7.7%-იანი ეკონომიკური ზრდა? – საქსტატის განმარტება

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2025 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.7% შეადგინა, ხოლო იანვარ-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 9.4%-ია.

საქსტატის თანახმად, საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ თებერვალში 12.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურად 8.7%-ით არის გაზრდილი.

საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის მიზეზებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, თებერვალში ყველაზე მეტად პროფესიული სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების სექტორი გაიზარდა, რაც სხვადასხვა ადმინისტრაციულ და ტექნიკურ მომსახურებებს მოიცავს. ასევე გაზრდილია IT სექტორის ბრუნვაც. შემცირება შეიმჩნევა დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში, ასევე შავი ლითონების წარმოების, მშენებლობისა და ღვინის წარმოების სექტორებში.

“პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობა მოიცავს აღრიცხვა, კონტროლი, აუდიტი, იურიდიული მომსახურება, არქიტექტურული და საინჟინრო სერვისები, ასევე აქ შედის მეცნიერული კვლევა და ანალიზი.

რაც შეეხება ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორს, ამ სექტორში ზრდის მიზეზია კომპიუტერული პროგრამების შემუშავება დაპროგრამება, IT სფეროში კონსულტაციების გაწევა და შესაბამისი მომსახურების მოცულობის გაფართოება. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო საჰაერო ტრანსპორტის ფუნქციონირებასთან. მათ შორის უნდა აღვნიშნოთ რომ გაზრდილია როგორც სამგზავრო ასევე სატვირთო გადაზიდვების მაჩვენებლები.

ენერგეტიკის სექტორში დადებითი ტენდენციები დაკავშირებულია ელექტროენერგიის განაწილების მოცულობის ზრდასთან მიუხედავად იმისა, რომ ჰიდროელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობა შემცირდა, დაახლოებით 20%-ით გაიზარდა თბოსადგურების გამომუშავება. გაზრდილია ასევე ელექტროენერგიის იმპორტის მაჩვენებლები.

რაც შეეხება სამთო მოპოვებით სექტორს, ზრდა ძირითადად დაკავშირებულია ფერადი ლითონების მოპოვების მატებასთან.

ორ სექტორში გამოვლინდა კლების ტენდენციები, ერთ-ერთი იყო დამმუშავებელი მრეწველობის სექტორი, სადაც კლების მიზეზად სახელდება ძირითადად მეტალურგიული მრეწველობა. კერძოდ კი თუჯის, ფოლადისა და ფეროსილიკო-მანგანუმის შენადნობების წარმოების მოცულობების შემცირება. აქვე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 67%-ით შემცირდა ფეროსილიკო-მანგანუმის ექსპორტი, აქ კლება ძირითადად თურქეთის და ეგვიპტის მიმართულებებზე მოდის. შემცირებულია ღვინის წარმოების მაჩვენებლები, დაახლოებით 47%-ით შემცირდა ღვინის ექსპორტი თებერვალში.

მშენებლობის სექტორში კლება კი განპირობებული იყო სამოქალაქო ინფრასტრუქტურის – ხიდების, მაგისტრალების მშენებლობის შემცირებით, ასევე შემცირებული იყო საცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობის მაჩვენებელიც”, – განმარტა თოდრაძემ.

მსგავსი სიახლეები

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო ცვლილებებს ითხოვს სექტორი

“ლიზინგის დარგს ზრდის დიდი პოტენციალი აქვს” – რა საკანონმდებლო…

სალიზინგო სექტორის წარმომადგენლები დარგისთვის საკანონმდებლო და საგადასახადო მიმართულებით ცვლილებებს ითხოვენ. როგორც სალიზინგო კომპანიების ასოციაციაში BMG-ის განუცხადეს, ერთ-ერთი გამოწვევა ამჟამად სექტორისთვის მოქმედი…
ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – TOP-10 ექსპორტიორი/იმპორტიორი

ჩინეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, რომელთანაც ექსპორტ-იმპორტი 2024 წელს თითქმის $2 მილიარდამდე, უფრო კონკრეტულად კი 1 მილიარდ 915 მილიონ დოლარამდე…
მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

მთავრობა შაქრის იმპორტზე ერთი წლით გადასახადს აწესებს

“ქართული ოცნების” მთავრობამ შაქრის იმპორტზე გადასახადის დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. 10 აპრილს გამოქვეყნებული დადგენილების მიხედვით, 100 კგ-ზე მეტი ოდენობის შაქრის იმპორტისას, 1 კგ. შაქარი…